აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა.
აშშ-ის ოლქის მოსამართლემ ელისონ ბაროუზმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანიშნულია, დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა.
ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად მიიჩნევს.
თაგები:
ჰარვარდის უნივერსიტეტი




