აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა უკრაინის დახმარებისა და საზღვრების დაცვის პაკეტი დააანონსა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი კონგრესს წარუდგენს პაკეტს, რომელიც მოიცავს უკრაინის დახმარებისა და საზღვრების დაცვის დაფინანსებას.
მისი თქმით, უკრაინის დახმარებისა და საზღვრების დაცვის შესახებ კანონპროექტი იქნება შემდეგი წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისთვის დახმარების პაკეტის კენჭისყრის შემდეგ.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, მას მიაჩნია, რომ სწორია უკრაინის დახმარების და მექსიკასთან საზღვრის დაცვის დაფინანსების გაერთიანება, რადგან ეს საშუალებას მისცემს ორპარტიულ შეთანხმებას ამ საკითხებზე.
“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მთელს მსოფლიოში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სახლზე. და სანამ ჩვენი საზღვრები ღიაა, ჩვენ თავს ვუხსნით დიდ საფრთხეს. თუ ჩვენ გვინდა დავეხმაროთ უკრაინის საზღვრებს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ამერიკის საზღვარზე”, – განაცხადა სპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსონის მიერ ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტზე კენჭისყრა დღეს, 2 ნოემბერს გაიმართება.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს