აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია – მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი მათ ერთგულებას.
“რამდენადაც მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს და მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმებისადმი ერთგულებას. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებაში დასავლეთ ბალკანეთში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევებს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოსაგვარებლად.
ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად შექმნილი ლტოლვილთა კრიზისის სამართავად”, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.
თაგები:
ჯო ბაიდენი




