Logo

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრი – უკრაინა არ მიიღებს ფულს, თუ მშვიდობისკენ არ ისწრაფვის

უკრაინა
982
Frontnews image description

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრის ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, უკრაინა არ მიიღებს ფულს, თუ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “მშვიდობისკენ არ ისწრაფვის”.

მისი თქმით, ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება და მშვიდობის დამყარება სურს.

“მან ისიც კი თქვა, რომ პუტინთან გონივრული უნდა იყოთ. არ შეიძლება თქვა, რომ პუტინი ტერორისტია და მერე დაურეკო და შეეცადო მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას. ამიტომ უნდა იყო დაბალანსებული.

დონალდ ტრამპმა იცის როგორ იყოს შუამავალი, მან იცის როგორ განსაჯოს. და მას სჭირდება ზელენსკი. და ზელენსკის ეს პირდაპირ უნდა მოესმინა შეერთებული შტატებისგან, რომელიც აფინანსებს უკრაინას: „ჩვენ არ მოგცემთ ფულს, თუ მშვიდობისკენ არ ისწრაფვით“, – განაცხადა ლუტნიკმა.

Advertisement