აშშ-მა ისრაელის სანაპიროსკენ მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელში ომის ფონზე ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის სანაპიროსთან ახლოს თავის გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის.
ოსტინმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ USS Gerald R. Ford, Ticonderoga-ს კლასის კრეისერის და რამდენიმე გამანადგურებლის გაგზავნის განკარგულება უკვე გასცა. ასევე მიღებულია ზომები F-35, F-15, F-16 და A-10 მოიერიშე ესკადრილიების გასაძლიერებლად რეგიონში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ ისინი სწრაფად მიაწვდიან ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს, მათ შორის საბრძოლო მასალას.
დღეს დილით ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ ისრაელი თავდაცვის ძალებისთვის დამატებით დახმარებას მიიღებს.
თაგები:
ისრაელი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს