Logo

აშშ-მა ოთარ ფარცხალაძე სანქცირებულთა სიაში შეიყვანა

პოლიტიკა
1217
Frontnews image description

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

 

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს აწესებს 70-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიაზე, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ენერგომატარებლების წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალის გაფართოებაში, ოპერირებენ რუსეთის მეტალურგიულ და სამთო-სამრეწველო სექტორებში და ეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს, თავი აარიდონ საერთაშორისო სანქციებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერს, ალექსანდრ ონიშენკოს და ასევე, ქართული წარმოშობის რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომლებსაც უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ფეესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ოთარ ფარცხალაძე სასანქციო სიაში წარდგენილია რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის, ხოლო ალექსანდრ ონიშენკო ხელმძღვანელობის, მაღალი თანამდებობის, აღმასრულებელი პასუხისმგებელი პირის ან რუსეთის ფედერაციის მთავრობის დირექტორთა საბჭოს წევრობისთვის. პრესრელიზში ასევე მითითებულია, რომ ონიშენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფეესბე) ოფიცერია.

 

“ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი ონიშენკო სავარაუდოდ ეხმარებოდა მის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული მოქალაქეობა და რეგულარულად დადის რუსეთში. ონიშენკო და ფედერალური უსაფრთხოების სამსახური იყენებდნენ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად. ფარცხალაძემ პირადად მიიღო სარგებელი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან კავშირით.

 

აღნიშნულ ორ პირს სანქციები უწესდებათ რუსეთის ეკონომიკის საკონსულტაციო სექტორის მენეჯმენტში საქმიანობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები