Logo

აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

მსოფლიო
31.03.2022 / 22:03
Frontnews image description

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. 

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა 21 კომპანიასა და 13 ფიზიკურ პირს. „შავ სიაში“ მოხვედრილ კომპანიებს შორის არის „მიკრონი“ – რუსეთში მიკროელექტრონიკისა და ჩიპების უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორი.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სახაზინო დეპარტამენტმა ასევე შეზღუდვები გაავრცელა რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებზე. ეს ნაბიჯი აშშ-ის აძლევს საშუალებას, დაუწესოს სანქციები ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომელიც გადაწყვეტს ამ სექტორებში საქმიანობას.

 

“ჩვენ გავაგრძელებთ პუტინის ომის მანქანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ყველა კუთხიდან, ვიდრე ეს არჩეული უაზრო ომი არ დასრულდება“, – აცხადებს სახაზინო მდივან ჯანეტ უელენი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები