აშშ-მა რუსული “ვაგნერი” საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-მა რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებად გამოაცხადა და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ვაგნერი” რუსული სამხედრო ფორმირებაა, რომელსაც რუსეთში გაურკვეველი იურიდიული სტატუსი აქვს.
მისი შემქმნელი და მფარველი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი და ე.წ. პუტინის მზარეულია. პრიგოჟინს უკავშირებენ ტროლების ქარხნის შექმნასაც.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს