აშშ-მა უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყო


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 700 მილიონ დოლარზე მეტ ფინანსურ დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
ბლინკენის თქმით, დახმარების ნაწილი მიმართული იქნება ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებაზე, რომელსაც რუსეთმა არაერთხელ დაარტყა მოსალოდნელი რთული ზამთრის წინ.
მისივე თქმით, უკრაინის ენერგეტიკისა და ელექტროქსელების აღდგენას 325 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება.
ამავდროულად, დაახლოებით 290 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება პროგრამებს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების საკვების, წყლის, საცხოვრებელი ფართის, ჯანდაცვისა და განათლების უზრუნველყოფას.
ბლინკენის თქმით, 102 მილიონი დოლარი გამოიყოფა განაღმვითი ოპერაციებისთვის.
თაგები:
ენტონი ბლინკენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს