აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციასთან ომში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოუყო. გამოცხადებული პაკეტის ღირებულება 275 მილიონი დოლარია.
“ეს პაკეტი, რომელიც ჩვენი ძალისხმევის ნაწილია, რათა დავეხმაროთ უკრაინას ხარკოვის მახლობლად რუსული თავდასხმის მოგერიებაში, 275 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ის უზრუნველყოფს უკრაინას დამატებით შესაძლებლობებს ბრძოლის ველზე მისი ყველაზე მწვავე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
პენტაგონის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს მათ შორის: საბრძოლო მასალას HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს; 60 მმ ნაღმტყორცნების ნაღმებს; რაკეტებს; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს; საავიაციო საბრძოლო მასალას და სხვა.
ეს არის მეხუთე დახმარების პაკეტი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კონგრესისგან ახალი დაფინანსების მიღების შემდეგ გამოუყო.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს