Logo

აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა
1423
Frontnews image description

აშშ-მა ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდების შესახებ გამოაცხადა. 

 

დახმარების ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია. მასში შედის – დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS); 155 მმ ჰაუბიცები; 155 მმ საარტილერიო ჭურვები; 120 მმ, 81 მმ და 60 მმ ნაღმტყორცნები; ტანკსაწინააღმდეგო იარაღის სისტემები AT-4 და Carl Gustaf; საავიაციო რაკეტები Hydra-70; მცირე იარაღი და მცირე იარაღის საბრძოლო მასალა; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად; მძიმე ტექნიკის გადასაზიდად სატვირთო მანქანები და მისაბმელიანი მანქანები; სათადარიგო ნაწილები და სხვა საველე აღჭურვილობა.

 

“შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ შეძლოს დააკმაყოფილოს ბრძოლის ველზე მისი დაუყოვნებელი საჭიროებები და გრძელვადიანი საჭიროებები უსაფრთხოებისთვის”, – აცხადებენ პენტაგონში.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან Hydra 70-ს პირველად მიიღებს. მოკლე დისტანციის უმართავი რაკეტების გაშვება ხდება ავიაციის დახმარებით და ცეცხლის მაქსიმალური მანძილი 10,5 კმ-ია.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement