Logo

აშშ-მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა
813
Frontnews image description

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 425 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ განაცხადა.

პენტაგონის ცნობით, დახმარება Nasams-ისა და Himars-ის სისტემების რაკეტებს, საბრძოლო მასალებს, Stinger-ის რაკეტებს და ჰაერი-მიწის კლასის სხვა საბრძოლო მასალებს შეიცავს, რომლებიც ამერიკული მარაგებიდან გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ 400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს, 21 ოქტომბერს განაცხადა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები