აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა განაცხადა.
“დღეს დეპარტამენტი აცხადებს ახალ სამხედრო დახმარებას, რომელიც დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში. 600 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების აღჭურვილობას, საარტილერიო საბრძოლო მასალას და სხვა შესაძლებლობებს”, – განაცხადა სინგმა.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: აღჭურვილობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესანარჩუნებლად და ინტეგრირებისთვის; დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-სთვის; 105 მმ საარტილერიო ჭურვები; საბრძოლო მასალა დაბრკოლებების განადგურებისთვის; განაღმვის აღჭურვილობა;
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს