Logo

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

უკრაინა
03.07.2024 / 23:08
Frontnews image description

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ღირებულების  სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, –  ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს უკრაინის სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტია აპრილში მიღებული ახალი დაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

 

ახალი პაკეტი კონკრეტულად მოიცავს: რაკეტებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; საბრძოლო მასალას HIMARS-სთვის; სარაკეტო სისტემებს; საარტილერიო ჭურვებს და სხვა კრიტიკული საშუალებებს.

 

ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ახალ დაფინანსებას, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გამოიყენებს Patriot-ის და NASAM საჰაერო თავდაცვის სისტემების ჩამჭრელების შესაძენად, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი ჯარები და ქალაქები რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement