აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს Patriot-ს და საბრძოლო მასალას.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პაკეტის სავარაუდო ღირებულება 225 მილიონი დოლარია და ეს პაკეტი უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს უკრაინის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად: საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
10 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს სამიტის გახსნაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინისთვის Patriot-ის დამატებითი სისტემის გადაცემის შესახებ განაცხადა და სხვა შეიარაღებაც დააანონსა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Patriot-ის და SAMP-T-ის გარდა, პარტნიორები აპირებენ უკრაინას ათეულობით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




