Logo

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია

უკრაინა
1025
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს, 30 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

“ვაცხადებ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, პენტაგონი ახლა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტის და ასობით ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესშია, რაც გააძლიერებს უკრაინას ზამთრისკენ მიმავალ გზაზე.

Advertisement