აშშ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი


ავტორი
Front News საქართველო
მოსკოვში აშშ-ის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, არ ჩავიდნენ რუსეთში და ამჟამად იქ მყოფებმა სასწრაფოდ დატოვონ ქვეყნის ტერიტორია.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა მობილიზაცია უკრაინაში ომისთვის, რუსულმა მხარემ შეიძლება უარი თქვას ორმაგი მოქალაქეებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის აღიარებაზე, უარი თქვას აშშ-ის საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს მათ მიერ რუსეთის დატოვებას და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს სამხედრო სამსახურში წასვლისკენ მოუწოდოს.
საელჩო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომერციული ფრენების ვარიანტები რუსეთში ამჟამად უკიდურესად შეზღუდულია და ხშირად მიუწვდომელია მოკლე დროში. ამიტომ, აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ სახმელეთო მარშრუტებით.
“აშშ-ის საელჩოს აქვს სერიოზული შეზღუდვები აღმოუჩინოს დახმარება აშშ-ის მოქალაქეებს, მათ შორის ტრანსპორტირების ვარიანტები, რაც შეიძლება მოულოდნელად კიდევ უფრო შეზღუდული გახდეს“, – აცხადებენ საელჩოში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს