აშშ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ან ბირთვული იარაღის გამოყენების მზადყოფნას ვერ ხედავს


ავტორი
Front News საქართველო
შეერთებული შტატები ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს და რუსულ ატომურ იარაღს. ჯერჯერობით, ბირთვული დარტყმის ნიშნები არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავაკვირდეთ რადიოაქტიურ აქტივობას ქარხნის მახლობლად და ჩვენ უბრალოდ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით მას ძალიან, ძალიან ყურადღებით“, – განაცხადა კირბიმ.
უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმებზე საუბრისას, კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთი არის ბირთვული ძალა და აშშ მაქსიმალურად აკონტროლებს მის ბირთვულ შესაძლებლობებს.
”და ჩვენ ვერ ვნახეთ რაიმე ნიშანი, გარდა ხმაურიანი რიტორიკისა, რომ არსებობს რაიმე განზრახვა უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ”, – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა ვერაფერი დაინახა, რაც შეცვლიდა “აშშ-ის შეკავების სტრატეგიულ პოზიციას”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს