აშშ რუსეთს ბირთვული თავდასხმის კატასტროფული შედეგებისა და “გადამწყვეტი პასუხის” შესახებ აფრთხილებს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების კატასტროფული შედეგების შესახებ აფრთხილებს. ვაშინგტონი პირობას დებს, რომ გადამწყვეტ პასუხს გასცემს, თუ კრემლი ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“თუ რუსეთი გადაკვეთს ამ საზღვარს, შედეგები რუსეთისთვის კატასტროფული იქნება. შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს. ახლა, კერძო არხებით, ჩვენ უფრო დეტალურად განვმარტეთ, რას ნიშნავს ეს”, – განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი ავითარებს გეგმას „ყველა შემთხვევისთვის“.
სალივანმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ უკვე მუშაობს ახალ ანტირუსულ სანქციებზე, რომელიც დაწესდება ორგანიზაციების, ფიზიკური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმებს”.
ამასთან, სალივანმა არ ისურვა კომენტარის გაკეთება რუსეთის ფედერაციაში მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და “რუსეთის მომავალი რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“.
თაგები:
ჯეიკ სალივანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს