ზელენსკი - აშშ-ს არ სურს ესკალაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამაზე საჯაროდ არ ვისაუბროთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შორი დისტანციის იარაღის საკითხი განიხილეს, თუმცა, ისინი ამ საკითხს საჯაროდ არ განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენ განვიხილეთ შორი მოქმედების იარაღი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ამაზე არ გვესაუბრა. აშშ-ს არ სურს ესკალაცია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ გვესაუბრა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ "ტომაჰავკის" საკითხი განიხილეს.
"ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენც გვჭირდება "ტომაჰავკები". არავის გაუუქმებია ეს თემა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ. დეტალებს ვერ გაგიზიარებთ; შეგიძლიათ ამერიკულ მხარეს დაუსვათ ეს კითხვები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მან ტრამპთან საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა.
"დადებითი სიგნალი ის არის, რომ ჩვენ ვიმუშავებთ", - აღნიშნა მან.
უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრ სახლში დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა