Logo

"აშშ-ს გადახდა მოუწევს" - თეირანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას აცხადებს

მსოფლიო
216
Frontnews image description

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამტკიცებს, რომ თეირანი მზადაა დეესკალაციისა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის დარტყმების შეწყვეტის შემდეგ. ამავდროულად, ის აცხადებს, რომ ვაშინგტონს მოუწევს გადაიხადოს ომისთვის, რომელიც მან დაიწყო.

"ამჟამად კომუნიკაცია არ არის. თუმცა, თუ ამერიკელებს ჩვენთან საუბარი სურთ, მათ იციან, როგორ დამიკავშირდნენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ დეესკალაციით“, - განაცხადა მან.

ის ასევე ამტკიცებს, რომ თეირანს ომი არ სურს და აშშ-ს თავისი არჩევანისთვის გადახდა მოუწევს.

"ეს არის ომი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა თავად აირჩია და მათ ამისთვის გადახდა მოუწევთ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ომი არ გვინდა“, - განაცხადა დიპლომატმა.

მისივე თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს "თავდაცვის მიზნით“ ესხმის თავს და აღნიშნა, რომ თავდაცვისთვის "შეზღუდვები“ არ არსებობს.

"ჩვენ არ ვართ ამ აგრესიის ინიციატორები. ეს აგრესია შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაიწყეს. ამიტომ, ჩვენთვის თავდაცვისთვის შეზღუდვები არ არსებობს, მაგრამ როგორც კი აგრესია შეწყდება, ჩვენც თავდაცვას მივმართავთ“, - განაცხადა არაღმა.

28 თებერვალს, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი დარტყმა განახორციელეს. თავდასხმა მოხდა თეირანთან ბირთვული შეთანხმების შესახებ კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკებების ფონზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკამ დაიწყო სამხედრო კამპანია ამჟამინდელი რეჟიმის მიერ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოსაფხვრელად. ტრამპის თქმით, ოპერაციის მთავარი მიზანი ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების დაცვაა.

საპასუხოდ, ირანმა რაკეტები გაისროლა ისრაელის მიმართულებით და ასევე დაარტყა აშშ-ის სამხედრო სამიზნეებს, სულ მცირე, ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში.

ისრაელის მედიის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა, დღევანდელი დარტყმების შედეგად დაიღუპა, ამ დროისთვის მისი ბედი უცნობია. თუმცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას უარყოფს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები