აშშ-ში ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ყოფილი პირველი ლედი, რომელსაც დემენციის დიაგნოზი ჰქონდა, საკუთარ სახლში, ოჯახის და მეუღლის, ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის გარემოცვაში გარდაიცვალა, რომელიც ახლა 99 წლის არის.
როზალინ კარტერმა ჯიმი კარტერი ჯერ კიდევ ბავშვობაში გაიცნო და ისინი დაქორწინდნენ 1946 წელს მშობლიურ ქალაქ პლეინსში, ჯორჯია. ჯიმი და როზალინ კარტერების ქორწინება 77 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება საპრეზიდენტო წყვილებს შორის.
“საუკეთესო რამ, რაც კი ოდესმე გავაკეთე, იყო როზალინზე დაქორწინება. ეს ჩემი ცხოვრების მწვერვალია”, – განაცხადა აშშ-ის 39-ე პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 2015 წელს Carter Center-თან ინტერვიუში.
როზალინ კარტერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქმრის წარმატებაში როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში – ის ხშირად მიმართავდა მას რჩევისთვის.
თაგები:
აშშ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს