აშშ-ში საქართველოს მოქალაქე მოკლეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი მეგობარი ქალის ყოფილმა მეუღლემ, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
მკვლელობა ბრუკლინში, მანქანების ავტოსადგომზე მოხდა, სადაც მანამდე ქალსა და მის 47 წლის ყოფილ ქმარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
პოლიციის თქმით, საქართველოს მოქალაქეს 6-ჯერ ესროლეს, მას მიყენებული აქვს ასევე ჭრილობები ცივი იარაღით.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება მკვლელობის და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით მიმდინარეობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს