აშშ-ში "შათდაუნი" დასრულდა - ტრამპმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" ოფიციალურად დასრულებულია.
ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი მიღებიდან რამდენიმე საათში. ორი დღით ადრე, სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატის 222-მა წევრმა, ძირითადად რესპუბლიკელებმა და რამდენიმე დემოკრატმა, აშშ-ის მთავრობის ხელახლა გახსნას მისცა ხმა. კონგრესის 209 წევრი წინააღმდეგ იყო.
მიღებული კანონპროექტი მთავრობის დროებით დაფინანსებას 2026 წლის 30 იანვრამდე უზრუნველყოფს.
ის ასევე ადგენს სამ ყოველწლიურ ასიგნებების პაკეტს: სამხედრო მშენებლობისთვის; საკანონმდებლო ხელისუფლების საჭიროებებისთვის; სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისთვის. კანონპროექტი გარანტიას იძლევა შეჩერების დროს გათავისუფლებული მუშაკების სამსახურში აღდგენას მათი ხელფასების გადახდით.
ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" აშშ-ის ისტორიაში, რომელიც 43 დღე გრძელდებოდა. მან წინა რეკორდი მოხსნა, რომელიც ასევე ტრამპის ადმინისტრაციის დროს დამყარდა: 2019 წლის დასაწყისში მთავრობის დაფინანსება 35 დღით გაიყინა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


