აშშ-ში, ტრამპის საყვარელ აეროპორტთან ახლოს ე.წ. "სნაიპერის ადგილი" აღმოაჩინეს


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა "საეჭვო სათვალთვალო წერტილი" აღმოაჩინა, საიდანაც დონალდ ტრამპის Air Force One-დან გამოსვლის დანახვა იყო შესაძლებელი.
ადგილი 16 ოქტომბრის საღამოს, ფლორიდაში, პალმ-ბიჩის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს აღმოაჩინეს.
საქმეს ფედერალური გამოძიების ბიურო იძიებს. FBI-ის დირექტორმა კაშ პატელმა განაცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია ადგილის რომელიმე პირთან დაკავშირება.
სამართალდამცავი ორგანოებიდან წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ ადგილობრივმა პოლიციამ სტენდის დამონტაჟების ვადები განსაზღვრა. როგორც ჩანს, ის იქ "თვეების წინ“ იდგა და აქამდე შეუმჩნეველი დარჩა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა