აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
აშშ ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ.
“სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოუწოდებს მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო.
მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
თაგები:
ჯონ კირბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს