აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის


ავტორი
Front News საქართველო
აშშ უკრაინას ახალი დახმარების პაკეტით საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ტანკებს გადასცემს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგიმ განაცხადა.
აშშ უკრაინას 400 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის, მათ შორის: საჰაერო თავდაცვის სისტემას – Hawk; გარემონტებულ ტანკებს T-72; 250 APC M1117-ს (ჯავშანმანქანა); 40 ჯავშნიან კატერს და 1100 დრონს Phoenix Ghost.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჩეხური ტანკებია. ამერიკის შეერთებულმა შტატები და ნიდერლანდები 90 ტანკის შეკეთებაზე შეთანხმდნენ. მათგან ნახევარის შეკეთების ხარჯებს აშშ დაფარავს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18,3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს