აშშ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ადასტურებს

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებები ამ კვირაში დაიწყება. აღნიშნულია, რომ გარანტიები თავდაცვის ვალდებულებებს შეეხება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
“ამ კვირაში დაიწყება მოლაპარაკებები იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია გადავწყვიტოთ ამ უსაფრთხოების ვალდებულებების დეტალები მომავალში“, – განაცხადა მილერმა.
მისივე თქმით, აშშ-ის დელეგაციას წარმოადგენს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.
მილერის თქმით, მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
თაგები:
უკრაინა




