აშშ უკრაინელი მფრინავების F-16-ებზე მომზადებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი მფრინავების ამერიკულ F-16-ებზე მომზადების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებს, – ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
რაიდერის თქმით, ფრენის წვრთნა ოქტომბერში დაიწყება საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე ტუსონში, არიზონაში.
მისი თქმით, ჯერ უცნობია, რამდენი უკრაინელი მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში. პენტაგონი რამდენიმე პილოტს და ათობით თანმხლები პირს ელოდება.
“უკრაინა განსაზღვრავს იმ პილოტების რაოდენობას, რომლებმაც წვრთნა უნდა გაიარონ”, – განაცხადა რაიდერმა.
მისივე თქმით, მებრძოლები უკრაინას წვრთნების დასრულების შემდეგ გადაეცემათ.
“ტრენინგის დასრულების შემდეგ, ევროპელებს სურთ F-16-ების მიწოდება და აშშ მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას, როგორც თვითმფრინავების გადაცემის პროცესის ნაწილს“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს