Logo

აშშ უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

უკრაინა
550
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტის ფარგლებში ახალი იარაღის მიწოდების შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

 

მან უარი თქვა რაიმე სახით კომენტარის გაკეთებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე, რადგან ეს ამოცანა “უკრაინელი სამხედროების ხელში უნდა დარჩეს“.

 

“ჩვენი გადმოსახედიდან, უკრაინას აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა ამ კონტრშეტევის განსახორციელებლად. ჩვენ მას მივაწოდეთ უზარმაზარი სამხედრო ტექნიკა, ისევე როგორც ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასე გავაგრძელებთ. ასე რომ, უახლოეს დღეებში თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ დამატებით განცხადებებს სამხედრო დახმარების შესახებ”, – განაცხადა მილერმა.

 

მისი თქმით, შეერთებული შტატები, ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად, გააგრძელებს “მტკიცედ ერთად დგომას” უკრაინის კონტრშეტევის მხარდასაჭერად.

 

თაგები:

უკრაინა
Advertisement