ასლან ბჟანია – რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ამ აგარაკის გარეშეც გაძლებს, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბიჭვინთაში არსებული მიწის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს.
საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის გადაცემასაც რუსეთისთვის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს.
“შეგვიძლია თუ არა ჩვენ, უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, მშვიდობა და სიწყნარე რუსეთის მხარდაჭერის გარეშე? რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, ხოლო გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, ეს დიდი კითხვაა.
არსებითად, ჩვენ რუსულ მხარეს გადავცემთ შენობა-ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი ოპონენტი აცხადებს და მე მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ობიექტს გადავცემთ არა ბიზნესსტრუქტურებს, არა შემთხვევით ადამიანებს, არამედ ხელმძღვანელს, რომელმაც, ჩემი აზრით, აფხაზეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთა. ობიექტის საზღვრების შეცვლას არავინ აპირებს. ობიექტის სტატუსი მუდმივად იყო შენარჩუნებული. მთელი ეს წლები იქ იმყოფებოდნენ რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები“, – განაცხადა ბჟანიამ.
მისივე თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე ხელმოწერილია და დარჩენილია მისი რატიფიცირება.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა