Logo

“ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან, მაგრამ ჭიათურა განადგურებულია”

საზოგადოება
1012
Frontnews image description

"ხალხი ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან, თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში „ჭიათურმანგანუმს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, „ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან, მაგრამ ჭიათურა ასეთი განადგურებულია". 

"თქვენ იქ არ ჩადიხართ და სურათები წამოგიღეთ.  ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ მოხდეს ამ ტერიტორიის რეკრეაცია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონის მადანი გადის, ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომელიც აქ არის.

პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს. პარტლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩაუჯდეს იმ უზარმაზარ კომპანიებს და თქვენ კონკრეტული სარგებელი მიიღოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ასევე დაანონსა, რომ დღეს აპირებს დააინიციროს კანონპროექტი „რომლითაც დასრულდება „ლიბერთი ბანკის“ მონოპოლია და პენსიონერების ძარცვა ამ ქვეყანაში“ 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები