აჭარაში მამაკაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა


ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში, სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი 21 წლის შვილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა ახლობელს დაურეკა და გაუჩინარდა, თუმცა მოგვიანებით საკუთარ სახლთან ჩამომხვრჩალი იპოვეს.
ასევე არსებული ინფორმაციით, ოჯახის კიდევ ორმა წევრმა გაქცევა მოასწრო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს