
ავტორი
Front News საქართველო
აჭარაში რამდენიმე ტურისტს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უცხოელ ვიზიტორებს ვირუსი გეგმიური პისიარ კვლევის დროს გამოუვლინდათ, ლაბორატორიულმა ანალიზმა კი დელტა შტამი დაადასტურა.
ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 808 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში კი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ინფიცირებულთა რიცხვმა 161-ს მიაღწია. გარდაიცვალა 22 პაციენტი. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო 12 დღით დაიკეტა ქობულეთში ერთ-ერთი კაფე. ინფიცირებულია რესტორნის 10 თანამშრომელი.
თაგები:
აჭარა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს