აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50-70 სანტიმეტრს მიაღწია

ავტორი
Front News საქართველო
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 50-70 სანტიმეტრს მიაღწია. დიდთოვლობას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია, თუმცა შიდა სასოფლო გზებზე არის შეფერხებები. ელექტროენერგია შეწყვეტილი აქვს ხულოს მუნიციპალიტეტს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიურად იწმინდება გზები.
ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10, ქედაში რვა, ხოლო ხელვაჩაურში შვიდი.





