
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეების მიერ გაშლილი კარვები აიღეს.
ფაქტს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია რამდენიმე პირი.
ამ დროისთვის, ქუჩა სრულად გათავისუფლებულია, თუმცა ადგილზე რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი.
რამდენიმე საათის წინ, კარვების გაშლისას აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შესაბამის კლინიკაში არ გადაიყვანდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს