Logo

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ

პოლიტიკა
1002
Frontnews image description

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს 7 აპრილს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ, საკომიტეტო მოსმენები კი ხვალ გაიმართება.

მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატები მოუსმენენ, ისინი უმაღლესი საბჭოს წინაშე სამოქმედო გეგმით წარდგებიან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დამტკიცებას 11 ხმა სჭირდება, უმაღლეს საბჭოში “ქართულ ოცნებას” 13 დეპუტატი ჰყავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა 4 აპრილს მას შემდეგ წარადგინეს, რაც თორნიკე რიჟვაძემ პოსტი დატოვა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები