Logo

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

სამართალი
1320
Frontnews image description

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად, გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა.

გიორგი ბუხრაშვილმა თანამდებობაზე გრიგოლ ბესელია შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გიორგი ბუხრაშვილის დანიშვნა როტაციის ფარგლებში განხორციელდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ შსს-ში.

თაგები:

Advertisement