ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ, ათენის მერიის მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი მოეწყო.
აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, ასევე მათთვის მოეწყო ექსკურსიები ქალაქ ათენის ისტორიულ ადგილებში.
ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძე და სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ და სერტიფიკატები გადასცეს.
"ბანაკის დახურვის ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ქართული ცეკვები და სიმღერები, რაც განსაკუთრებულად ემოციური და ამაღელვებელი იყო როგორც ჩვენთვის, ასევე ბერძენი საზოგადოებისთვის. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ათენის მერიას თანადგომისა და დახმარებისთვის, რომლის მხარდაჭერით ყოველწლიურად უფასოდ ვახორციელებთ ათენის საერთაშორისო ბანაკს“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დევნილი ახალგაზრდები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს