
ავტორი
Front News საქართველო
ათონელი ბერი მამა ნეოფიტე მეფე ერეკლესთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ლევან ბერძენიშვილს მიაყენეს შეურაცხყოფაო. შეურაცხყოფა რომ მიაყენეს ჩვენს მართლმადიდებლობას, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს, სასულიერო პირებს, შეურაცხყოფა რომ მოგვაყენეს ჩვენ მაგით, თითოეულ ჩვენგანს, ეგ არავისთვის არაფერს ნიშნავს? მაგას შეურაცხყოფა კი არ მიაყენეს, სიმართლე უთხრეს პირში. ეგ არის ადამიანი, რომელიც ებრძვის ღმერთს, დედა ეკლესიას, ებრძვის ჩვენს პატრიარქს, ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენს სამშობლოს, თითოეულ თქვენგანს, მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, იმათ, რომლებიც ოჯახში გეზრდებათ, რომლებიც უნდა გაიზარდონ ვაჟკაცებად, ღმერთის ერთგულებად, რომლებმაც თავი უნდა შესწირონ ღმერთის ერთგულებაში ცხოვრებას. ადამიანი მომავალ თაობას, თქვენ შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას. და ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სარეველა ბალახივით რომ არის ამოსული. დაუდექით გვერდში ჩვენს უფალს, თქვენს სამშობლოს, დედა ეკლესიას, ჩვენს პატრიარქს და იმ სასულიერო პირებს, რომლებსაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით შეურაცხყოფას აყენებენ და ინტრიგებს ხლართავენ. შეცდომაში შეჰყავხართ.
დავუდგეთ გვერდში ჩვენს დედა ეკლესიას, რომელმაც დღემდე მოგვიტანა ჩვენი საყვარელი სამშობლო, საქართველო და დღემდე მოგვიყვანა ჩვენ. მართლმადიდებლობაა ყველაზე დიდი ზნეობა და იმიტომ ებრძვიან, ამ ათასი გახრწნილი, საშინელი რაღაცეებით, რაც დღეს ტელევიზიით გადმოიცემა და რყვნიან მომავალ თაობებს“, – ამბობს მამა ნეოფიტე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს