“ატლანტიკური საბჭო” – გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს


ავტორი
Front News საქართველო
“ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე, – ასე ეხმაურება “ატლანტიკური საბჭო” საქართველოში მათი თანამშრომლების ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს.
“ატლანტიკური საბჭო” ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენით და საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მის ზეგავლენაზე ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, ჩართულები არიან დამოუკიდებელ, არაპარტიულ მუშაობაში, რომლის მიზანია დემოკრატიის დაცვა და გაძლიერება მათგან, ვინც ძირს უთხრის მათ ონლაინ სივრცეებში, მათ შორის კვლევებში, რომლებიც უკავშირდება უცხო გავლენების ძალისხმევებს, მარგინალიზებული ჯგუფების სამიზნეში ამოღებას, და სხვა ზიანს.
გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს, უზრუნველყოფენ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას და დაცულობას, დააბრუნებენ მათ საკუთრებას, და საშუალებას მისცემენ გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიაში მათი წვლილის შეტანა. “ატლანტიკური საბჭო” დიდი ხნის განმავლობაში არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს და ტრანსატლანტიკურ საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების მისი მისწრაფებების მხარდამჭერი. “ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორია” აქვეყნებს კვლევებს, რომლებიც ხაზს უსვამს დისკურსის და ობიექტური ინფორმაციის მნიშვნელობას, როგორც თავისუფალი, ღია და დემოკრატიული ქვეყნების საფუძველს.
“ატლანტიკური საბჭო” გააგრძელებს საქართველოში თავის მუშაობას საკუთარი მისიის სულისკვეთებისთვის, რომ გლობალურ მომავალს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მივცეთ ფორმა. გავაგრძელებთ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
24 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა. ჩხრეკა ჩატარდა “ვაკე პლაზაში” მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში, Atlantic Council-ის თანამშრომლების – სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის, ასევე, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის და ქუთაისში, მოქალაქე ვალერი ტყეშელაშვილის სახლებში. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ე.წ. “ქოლ-ცენტრებს” ეხება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს