
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, მათ ხელფასებზე 50,3 ათასი ლარი დაიხარჯა.
“აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა ფაქტს კოვიდპანდენიით ხსნის. მისი თქმით, მოლარეებად გაფორმებული ადამიანები პანდემიის დროს წესების რეგულაციაში ეხმარებოდნენ.
“პანდემიის წესების რეგულაციაში გვეხმარებოდნენ ეს ადამიანები. თან პანდემიის დროს მათ ჰქონდათ მოქმედი ხელშეკრულება და ვერც გავუშვებდით, მოლარეების შტატი გვაქვს, მაგრამ არ გვყავს მოლარეები, ველოდებით როდის გახდება ბოტანიკური ბაღი ფასიანი”, – აცხადებს ქარჩავა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს