
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის ავტომანქანის ჩუქების შესახებ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.
როგორც აუდიტის სამსახურში აცხადებენ, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს