
ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არამხოლოდ კანდიდატის სტატუსი, არამედ ვიზალიბერალიზაციაც.
“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლის და არ შეესაბამება კანდიდატის სტატუსს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას.
თუ ხელისუფლება თბილისში არ მოისმენს და გაიაზრებს ჩვენს შეშფოთებას და ამის საპირისპიროდ ისინი შეეცდებიან, რომ საკუთარი სტრატეგია გაატარონ, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი დადგეს კითხვის ქვეშ, არამედ ევროპაში უვიზო მიმოსვლაც”, – აცხადებს აუსტრევიჩუსი “მთავარ არხთან”.
თაგები:
პეტრას აუსტრევიჩუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს