Logo

Austrian Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას

ბიზნესი-ეკონომიკა
1355
Frontnews image description

ავსტრიის ლიდერი ავიახაზები – Austrian Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იწყებს ოპერირებას.

 

ავსტრიული ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენის მიმართულებით 2024 წლის მაისიდან იფრენს.

 

პირდაპირი ავიარეისები საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს შორის კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.

 

Austrian Airlines 60-წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიის უდიდესი ავიაკომპანიაა, რომლის ჰაბი ვენის აეროპორტია. “ლუფტჰანზა ჯგუფის“ წევრი ავსტრიის ავიახაზების გლობალური მარშრუტების ქსელი 120-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

 

თაგები:

ფრენები
Advertisement