აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ღონისძიება გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში ტრადიციულად ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.
"ჩვენ ვალდებულები ვართ დავნერგოთ ყველა ის ინოვაციური მეთოდი, რაც უზრუნველყოფს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზაციასა და მათ მხარდაჭერას’’, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.
2021 წლის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვლისწინებულია აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსება, თვეში 420 ლარის ოდენობით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარების სახით ისინი 300 ლარს იღებენ. ამ ეტაპზე აღნიშნული დახმარება უკვე 38 ბენეფიციარს გადაეცა.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.
თაგები:
