
ავტორი
Front News საქართველო
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
მერის განცხადებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა, რომელსაც მერია წლებია ახორციელებს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმ ოჯახებისთვის, ვინც ამ პროგრამაშია ჩართული. პროგრამა არის შედეგზე ორიენტირებული და ის მომავალ წლებშიც იქნება მხარდაჭერილი და უფრო გაძლიერებული.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს.
მიმდინარე წელს საერთო ჯამში აღნიშნული პროგრამის დაფინანსებით 195 ბენეფიციარი ისარგებლებს.
თაგები:
დავით კოდუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს