“აუცილებლად გამოუშვებენ პოლიტპატიმრებსაც და აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნებიც”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გია ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის საპყრობილესთან აქციის დროს მიმართა.
"იმედი მაქვს, ახლა ნიკა გვიყურებს, მინდა მას მივესალმო და ვუთხრა: ჩვენ ვამაყობთ შენით, შენ ხარ ნამდვილი ლიდერი, ვაჟკაცი, პატრიოტი ადამიანი, მაგალითს აძლევ სხვა პოლიტიკოსებს, თითოეულ ჩვენგანს. შენ ხარ არა მარტო "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული თავმჯდომარე, არამედ შენ დაიმსახურე უდიდესი პატივისცემა სხვა ოპოზიციური პარტიებისა და ნამდვილი ლიდერი ხარ საქართველოს ამ გავრილოვებისგან გათავისუფლების მოძრაობისა და ბრძოლისა", – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ოპონენტი გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავს.
"ვაპირებთ გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ოღონდ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამ ბრძოლას ახლა ჰყავს ბევრად უფრო ძლიერი მხარდამჭერები, ბევრად უფრო მაღალ დონეზე. ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსული იყო, ევროკავშირის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც თავად დადო მოლაპარაკების მაგიდაზე ის ექვსი პუნქტი, რომელთაგან 4 ზუსტად იყო ოპოზიციის მოთხოვნები. უმთავრესი აქ პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად, ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ვადამდელი არჩევნებია. ამას ვერ გაექცევა ვერავინ. ევროკავშირის გარდა ჩვენ გვერდით არიან ამერიკელი კოლეგებიც, ასე რომ ერთად, მშვიდობიანად ეს რეჟიმი იძულებული იქნება გაიგონოს როგორც ქართველი ხალხის, ისე ჩვენი მეგობრების ხმა. აუცილებლად გამოუშვებენ პოლიტპატიმრებსაც და აუცილებლად დაინიშნება ვადამდელი არჩევნებიც", – განაცხადა გია ბარამიძემ.
ნიკა მელიას მხარდასაჭერად დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის N12 დაწესებულებისკენ მსვლელობა გაიმართა. აქციაზე პოლიტიკოსებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ. ისინი იმელიას შეძახილებითა და საქართველოს ჰიმნით ამხნევებდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს