“ავდიივკას ირგვლივ ვითარება სულ უფრო იძაბება, ქალაქი შეიძლება მალე მეორე ბახმუტად იქცეს”


ავტორი
Front News საქართველო
დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ავდიივკას ირგვლივ ვითარება სულ უფრო იძაბება, რუსები გამუდმებით ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, – უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ განაცხადა.
“მტერი გამუდმებით ცდილობს ავდიივკას ალყაში მოქცევას, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს ბრიტანეთიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ავდიივკა შეიძლება მალე მეორე ბახმუტად იქცეს. ეს ასეა. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ასე კარგად არ არის რუსული შენაერთებისთვის, რომლებიც თავს ესხმიან ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ბოლო დღეებში რუსებმა გამოიყენეს არსებული რეზერვები და სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან პერსონალსა და აღჭურვილობაში.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა დაკარგა პერსონალის დაახლოებით სამი ასეული“, – განაცხადა სპიკერმა.
დმიტრაშკოვსკის თქმით, აღნიშნული მიმართულებით რუსების თავდასხმები იგივე ტიპისაა და უკრაინელი მებრძოლები ახერხებენ თავდასხმების მოგერიებას.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს