Logo

“ავღანეთზე უარესი იქნება” – სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ უკრაინისთვის დახმარების მიწოდება რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს

უკრაინა
1149
Frontnews image description

შეერთებულმა შტატებმა უნდა განაახლოს უკრაინის სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე და შეინარჩუნოს იგი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტამდე. იმის გამო, რომ უკრაინის დაცემას უფრო უარესი შედეგები მოჰყვება, ვიდრე 2021 წელს ავღანეთში პროდასავლური ხელისუფლების დაცემას, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსმა ზელენსკის ტრამპთან დაპირისპირების შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღისა და დაზვერვის მონაცემების მიწოდების შეწყვეტის გამო შეშფოთება გამოთქვა.

“ეს იქნება ავღანეთზე უარესი. მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ამის სურვილი აქვს. სანამ ჩვენ ცეცხლს არ შევწყვეტთ, მე მივცემდი უკრაინას იმას, რაც მას სჭირდება დაზვერვისა და იარაღის თვალსაზრისით, რათა დაიცვას თავი”, – განაცხადა გრემმა.

ამასთან, სენატორმა განაცხადა, რომ რუსეთის საბანკო სისტემისა და ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები იქნება შემოღებული მომავალ კვირას, რათა რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.

“თუმცა, უკრაინისთვის საჭირო იარაღის მიწოდების გარეშე, ამ მოლაპარაკებებს აზრი არ ექნება. კონფლიქტი ვერ მოგვარდება, სანამ უკრაინას არ მიეწოდება დაზვერვის მონაცემები და რესურსები, რათა დაიცვას თავი, სანამ ბრძოლა გრძელდება. იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ მკაფიო ხედვას უკრაინისგან იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ომის დასასრული და დავიწყებთ მუშაობას მის დასასრულებლად“, – განაცხადა გრემმა.

Advertisement